Disney-ის მიერ გადაღებული ფილმის, ურჩხული და მზეთუნახავის პირველი თრეილერი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფილმში ჭკვიანი და მშვენიერი პრინცესის როლს ემა უოტსონი ასრულებს.

გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, გაართმევდა თუ არა ემა თავს მუსიკალურ ნომრებს ეკრანიზაციაში. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს სულაც არ უჭირს საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა.

ურჩხული და მზეთუნახავი კინოთეატრებში 2017 წლის 17 მარტიდან გამოჩნდება.