შენიშვნა: სტატია შეიცავს სიუჟეტთან დაკავშირებულ ირიბ მინიშნებებს, რამაც, შესაძლოა, სერიალზე წინასწარი ემოციური შთაბეჭდილებები შეგიქმნათ.

თუ რაიან მერფის შემოქმედება გიზიდავთ და უკვე გინახავთ მისი ისეთი გახმაურებული სატელევიზიო შოუები, როგორებიცაა ამერიკული საშინელებათა ისტორია (American Horror Story), ამერიკული კრიმინალური ისტორია (American Crime Story) თუ პოზა (Pose), მაშინ მისი სულ ახალი სერიალი რეჩედი (Ratched), ალბათ, ისედაც დაგაინტერესებთ.

ხოლო ისინი, ვისაც არც ამ პროექტზე ან რაიან მერფის შესახებ ბევრი არაფერი გსმენიათ, ამ სტატიაში იმ რამდენიმე საინტერესო დეტალს გაიგებთ, რომლებიც ახალი ჩამთრევი სანახაობის არჩევაში დაგეხმარებათ.

1. სერიალში შეხვდებით მრავალფეროვან, უჩვეულო და დამაინტრიგებელ პერსონაჟებს

ფოტო: Netflix

სერიული მკვლელი, ნარკოდამოკიდებული ექიმი და შერონ სტოუნი მაიმუნით — ეს მხოლოდ აისბერგის წვერია იმასთან შედარებით, რასაც სერიალი მაყურებელს მრავალფეროვანი გმირების გაცნობით უმზადებს.

2. კოსტიუმები იმდენად საოცარია, რომ თვალს ვერ მოსწყვეტთ

ფოტო: Netflix

სანაძლეოს ჩამოვალთ, სერიალის ყურებისას ბევრჯერ გაიფიქრებთ: "ამას სიამოვნებით ჩავიცვამდი".

3. კინოსა და ლიტერატურის ისტორიაში ცნობილ პერსონაჟს სხვა კუთხიდან გაიცნობთ

ფოტო: Netflix

სერიალის სიუჟეტური ხაზი ძირითადად მილდრედ რეჩედის ირგვლივ ვითარდება. ამ ცნობილ მედდას როგორც მკითხველები, ისე მაყურებლები იცნობენ ცნობილი ფილმიდან და ამავე სახელწოდების მქონე წიგნიდან გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (One Flew Over the Cuckoo's Nest).

4. სარა პოლსონი კიდევ ერთ საოცარ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობს

ფოტო: Netflix

სარა პოლსონს აქამდე ამერიკულ საშინელება ისტორიაშიც არაერთი სახასიათო პერსონაჟი შესრულებია და მაყურებელს არც ამჯერად უცრუებს იმედებს.

5. თუმცა მისი პერსონაჟი ერთადერთი არ არის, ვინც ნამდვილად გაგაოცებთ

ფოტო: Netflix

თითოეულ პერსონაჟზე გადაღებული დამოუკიდებელი სერიალის ხილვაც კი შეიძლება მოგინდეთ.

6. მართალია, სიუჟეტი 1940-იან წლებში ვითარდება, თუმცა მაყურებელი თანამედროვეობისთვისაც ძალიან აქტუალური თემების რეპრეზენტაციას იხილავს

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

იქნება ეს სიყვარულთან, კარიერასთან თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

7. თითოეული კადრით თვალს წყალს დაალევინებთ

ფოტო: Netflix

აქედანვე გაფრთხილებთ: ალბათ, ბევრჯერ მოგინდებათ დასქრინვა.

8. სიყვარულის მომხიბვლელ ისტორიას იხილავთ

ფოტო: Netflix

სარა პოლსონი და სინტია ნიქსონი ერთად უკვე საკმარისი მტკიცებულებაა ამისთვის.

9. სერიალი გაჟღენთილია ამერიკული საშინელებათა ისტორიის ნოსტალგიური ატმოსფეროთი

ფოტო: Netflix

ის, რაც რაიან მერფიში ყოველთვის გვიყვარდა.

10. სცენარის მოულოდნელი განვითარება სუნთქვას შეგიკრავთ

ფოტო: Netflix

ის, რაც სერიალის ყურებისას ყველაზე მთავარია: ერთი წამით არ მოიწყენთ.