ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აცხადებს, რომ დაშინება და ძალადობა, რასაც ადგილი აქვს საარჩევნო კამპანიის დროს, მიუღებელია და არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა.

"ძალიან სამწუხაროა, მსგავსი ინციდენტების შესახებ რომ ვიგებთ ამბებს. მსგავსი ინციდენტები საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. პარტიების ლიდერები ვალდებული არიან, მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. დაშინება, რასაც ვხედავთ, საერთოდ მიუღებელია და, რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. ვინც არ უნდა იდგეს ამ ძალადობის უკან, თითოეული პარტიის წევრმა და ლიდერმა უნდა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ ძალადობა მიუღებელია და არავინ შეეგუება[ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი]", — განაცხადა დეგნანმა.

29 სექტემბერს, მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია მთავარის ორი ჟურნალისტს და ორი ოპერატორს, ასევე საზოგადოებრიავი მაუწყებლის ოპერატორს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

გაიგეთ მეტი: