არჩევნების დღე ეკუთვნის ხალხს, ვისაც სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ბაღდათის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანიდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.
დავით ბაქრაძის თქმით, 31 ოქტომბერს აუცილებლად დამთავრდება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და დადგება ცვლილებების დრო. გიგი წერეთლის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ბაღდათს, ისე მთლიან საქართველოს, კეთილდღეობა და გარდამტეხი ცვლილებები.
"ზუსტად ერთ თვეში დადგება არჩევნების დღე და ეს არის ის ერთადერთი დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გარდამტეხად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმ გაჭირვებას, ეკონომიკურ პრობლემებს, უიმედობას, კრიმინალს, კორუფციას, გაძვირებულ ცხოვრებას და სიღარიბეს, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას მოუტანა ქართულმა ოცნებამ.
ამიტომ, ეს დღე ეკუთვნის ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს და ევროპული საქართველო გახლავთ სწორედ ის გუნდი, რომელიც მოდის კონკრეტული გეგმით, კონკრეტულად გააზრებული პროგრამით, თუ რა უნდა შეიცვალოს უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს თვეებში არჩევნებიდან წლის ბოლომდე, გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, 1 წლის განმავლობაში შეიქმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი და შემცირდეს გადასახადები, გადაეცეს ხალხს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და მეტი სიმდიდრე გადაეცეს ხალხს. ეს ყველაფერი შეცვლის ჩვენი ხალხის ცხოვრებას და ამ ცვლილებების დღე გახლავთ სწორედ 31 ოქტომბერი. ამიტომ, ვისაც აღარ სურს ასე ცხოვრება, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მისცეს გარდამტეხ ცვლილებებს და წინსვლას.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა ბაღდათში, მოსახლეობასთან, ამ ძალიან ლამაზ კუთხეში. ვსაუბრობთ იმ აუცილებელ ცვლილებებზე, იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც როგორც ბევრ სხვა რაიონში, აქაც არის. ადამიანებს სურთ ამ არჩევნების შემდეგ გააუმჯობესონ თავიანთი ყოფა, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, სამუშაო ადგილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენი გუნდის პროგრამაა.
მას შემდეგ რაც გადასახადებს შევამცირებთ, რაც სასამართლო რეფორმას გავატარებთ და ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით საქართველოში, ყოველი მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდება, ამიტომ, აუცილებელია ეს ცვლილებები, ამაზე ყველას აქვს საერთო აზრი და რაც არ უნდა ეცადოს დღეს ხელისუფლება რაღაც მეთოდებით ამ ადამიანებს აზრი შეაცვლევინოს, ეს არ გამოვა, რადგან ყველას სურს დღევანდელი ვითარების შეცვლა და გარდამტეხი ცვლილებების მოტანა", — განაცხადა წერეთელმა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები