ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

"წუხელ ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოსა და სატეხიაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მეწყერი, რომელმაც მოიყოლა საცხოვრებელი სახლი. სატეხიაში ადიდებულმა მდინარემ წაიღო მანქანა. სამწუხაროდ დაკარგულია 6 ადამიანი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი უბედურებებისგან", — აცხადებს ნაკაიძე.