დიდ ქალაქებში, იქ სადაც ამის საშუალება არის, სასურველია, დასაქმებულები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, ამ ფორმით დავარდება მობილობა, რაც ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს.