დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსით ინფიცირებულთა ახლო კონტაქტში მყოფი პირები ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე იზოლაციას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"თუ აქვს საშალება თვიზოლაციას [დაექვემდებარება], თუ არ აქვს საშუალება კარანტინში გადაყვანას. 14 დღის განმავლობაში კარანტინში ან იზოლაციაში ყოფნის ახალი პროტოკოლი დღეს დამუშავდება", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ კონტაქტში მყოფ პირს სიმპტომები გამოუვლინდა, მას 112-ში უნდა დარეკოს, რის შემდეგაც მას გამოკვლევას ჩაუტარებენ.

2 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 714 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

კარანტინში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: