ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსზე გამოსახული გოგო მხატვრის ჩანაფიქრია და არა კონკრეტული პიროვნება. აღნიშნულის შესახებ On.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორმა განუცხადა.

მისივე თქმით, პორტრეტის ავტორი ცნობილი სერბი მხატვარია სახელად Artez.

აღნიშნულ პორტრეტს სოციალურ ქსელში კითხვები მოყვა იმის შესახებ, თუ ვისი გამოსახულებაა კედელზე და ვის ეკუთვნის ნახატი.

თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ კორპუსის მოხატვა მათთან შეთანხმებული იყო და პორტრეტი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi MURAL fest ფარგლებშია შესრულებული.