პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე მმართველი გუნდის პარტიულ სიაში არაა. იგი არც მაჟორიტარობის კანდიდატად წარუდგენიათ.

კილაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატია. ამ დრომდე მას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უჭირავს. On.ge-მ სცადა სოფო კილაძისგან გაეგო, რატომ არაა ის სიაში და, საერთოდ, რა სამომავლო გეგმები აქვს მას, თუმცა დეპუტატი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

სოფო კილაძე პარლამენტში მმართველი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. ის ოპოზიციის კრიტიკიტაც გამოირჩევა. ბავშვთა კოდექსის ავტორს უფლედამცველები ხშირად აკრიტიკებდნენ ლგბტ თემის მიმართ გულგრილობის გამო. ამასთან, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ კილაძეს არ ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.

ამავე თემაზე: