ჰოგვორტსის ქვიდიჩის სტადიონზე მფრინავ ნიმბუს 2000-ზე ამხედრებული ჰარი პოტერის ძეგლი ლონდონში, ლესტერის მოედანზე დაიდგა.

ბრინჯაოს ძეგლი, რომელზეც დენიელ რედკლიფის მიერ განსახიერებული ჰარი პოტერია გამოძერწილი, სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს იმ შენობიდან, სადაც 2001 წლის ნოემბერში ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის პრემიერა შედგა.

ფოტო: Hannah McKay / REUTERS

"ჰარი პოტერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ლიტერატურაში, პიესაში და, რასაკვირველია, კინემატოგრაფიაში", — ამბობს ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის, უესტ-ენდის, იერსახეზე პასუხისმგებელი კომპანია ლონდონის ბიზნესალიანსის გულის აღმასრულებელი დირექტორი, როს მორგანი.

"ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველა ასაკის ფანი ჰყავს ჰარი პოტერს და ნებისმიერ დროს ველოდებით მათ უესტ-ენდსა და ლესტერის მოედანზე", — დასძენს იგი.

ფოტო: Hannah McKay / REUTERS

ლესტერის მოედანზე ერთგვარი ტრადიციაა ცნობილი ფილმის პერსონაჟების ძეგლების დადგმა. აქ უკვე შეხვდებით კომიკოსების წყვილს, ლორელს და ჰარდის, მერი პოპინსს, მისტერ ბინს და პადინგტონს. თუმცა ჰარი პოტერის მოედანზე გამოჩენამ ყველაზე მეტად პატარა გულშემატკივრები გაახარა.

"ჰარი პოტერი ძალიან მიყვარს და მთელი დილაა, ძეგლთან ვიღებ ფოტოებს, ვითომ თავადაც ქვიდიჩს ვთამაშობ", — ამბობს 10 წლის ფინ ბრიუსი, — "ძალიან მიხარია ლონდონში ჩამოსვლა ხოლმე და ამის შემდეგ, როცა ვიცი, რომ ჰარიც აქაა, უფრო გამიხარდება".

ფოტო: Hannah McKay / REUTERS