ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიცია — ძალა ერთობაშიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. სიის ათეული ასე გადანაწილდა.

1. ელგუჯა ბაგრატიონი — აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე;

2. გიორგი კირთაძე — ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

3. გია აბულაძე — აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;

4. მედეა ვასაძე — ეროვნული მოძრაობის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;

5. ლევან ანთაძე — აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი;

6. ირაკლი ჩავლეიშვილი — რესპუბლიკური პარტიის წევრი, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი;

7. მამული სურმანიძე — ქობულეთის საკრებულოს წევრი;

8. ასმათ დიასამიძე — უმაღლესი საბჭოს წევრი;

9. დავით კონცელიძე — პარტიის ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

10. მამუკა ჯივაიში — გუნდის ახალი თანამებრძოლი.

მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.