ჯანდაცვის სამინისტროში, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებენ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ On.ge-სთან საუბარში, აღნიშნა ამ დროისთვის "ბრიფინგი არ არის ჩანიშნული და გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას დატოვებს არ ვადასტურებთ"

ცოტახნის წინ ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას კითხვა დაუსვევს თენგიზ ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით და მან უპასუხა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს და მისი ინფორმაციით, თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის.