პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, რადგან 2012 წლიდან დღემდე, იგი არასოდეს ყოფილა პარტიის "ხელწერა და აზროვნების სტილი". მისი თქმით, მათ ყოველთვის მეტი დემოკრატია სურდათ.

"სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ პარლამენტის და საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ერთის მხრივ, მოახდინონ ასეთი ფაქტების პრევენცია, მეორეს მხრივ, გამოიძიონ და პასუიხსგებაში მისცენ ის პირები, ვინც ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობდა", — განაცხადა თალაკვაძემ.

გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ ჟურნალისტები და აქტივისტები.

ბოლო პერიოდში პარტიები ხშირად ადანაშაულებენ ოპონენტებს თავდასხმასა და პროვოკაციის მოწყობაში. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველი გუნდის მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდება, რასაც ქართულ ოცნებაში უარყოფენ.

გაიგე მეტი: