ლელომ პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა, მეორე ნომრად ბადრი ჯაფარიძეა წარმოდგენილი, მესამე ნომრად კი დავით უსუფაშვილი.

ლელოს პროპორციული სია ასე გამოიყურება:

1. მამუკა ხაზარაძე
2. ბადრი ჯაფარიძე
3. დავით უსუფაშვილი
4. ანა ნაცვლიშვილი
5. ირაკლი კუპრაძე
6. ფიქრია ჩიხრაძე
7. კახა კოჟორიძე
8. გრიგოლ გეგელია
9. ლევან კობერიძე
10. საბა ბუაძე
11. გიგლა მიქაუტაძე
12. ლანა გალდავა
13. თამაზ დათუნაშვილი
14. ლევან სამუშია
15. გიორგი მორდეხაშვილი
16. მედეა მეტრეველი
17. მამუკა კაციტაძე
18. სოსო ვახტანგაშვილი
19. სოფო შამანიდი
20. გიორგი სიორიძე
21. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
22. თამარ შავგულიძე
23. გიორგი კანაშვილი
24. ალექსანდრე ახვლედიანი
25. ჯამბულ ხოზრევანიძე
26. მურად მურადოვი
27. ეკატერინე ქვლივიძე
28. პაატა ცივაძე
29. სოსო ლიპარტელიანი
30. თამარ ბელქანია

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გუნდი, რომელიც ლელომ წარადგინა, მზადაა, "ხალხთან ერთად და ხალხისათვის" იბრძოლოს ძირფესვიანი ცვლილებებისთვის.

"ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან და დასცინიან კიდეც თავის ხალხს", — განაცხადა მამუკა ჯაფარიძემ.

ხაზარაძის თქმით, მისი გუნდი 31 ოქტომბერს აუცილებლად დანგრევს დაჭაობებულ სისტემას.