ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

Langara College არის საჯარო კოლეჯი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში. ლანგარა კოლეჯი სათავეს 1965 წლიდან იღებს, როდესაც ის ვანკუვერის საზოგადოებრივი კოლეჯის ნაწილი იყო. 1994 წლიდან, დამოუკიდებელი საჯარო კოლეჯია.

კანადის შემთხვევაში, კოლეჯები და უნივერსიტეტები მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კანადაში კოლეჯები ორიენტირებულები არიან უფრო პრაქტიკულ, პროფესიულ მომზადებაზე და უმეტესად აქვთ სასერტიფიკატო პროგრამები, ასევე, ასოცირებული ხარისხისა და სადიპლომო პროგრამები. თუმცა, მათი პროგრამა ასევე შეიძლება მოიცავდეს საბაკალავრო ხარისხსაც. როგორც წესი კოლეჯში სწავლის ხანგრძლივობა სასერტიფიკატო კურსების შემთხვევაში ერთი წელი ან ნაკლებია, ხოლო სადიპლომო პროგრამების შემთხვევაში 2-3 წელი.

ლანგარა კოლეჯი სტუდენტებს 10 სასერტიფიკატო, 45 სადიპლომო, 11 მეცნიერების ასოცირებული ხარისხის (Associate of Science Degree), 23 ხელოვნების ასოცირებული ხარისხისა (Associate of Arts Degree) და 8 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს.

კოლეჯში ისწავლება ისეთი მიმართულებები როგორიცაა:

  • ფინანსური აღრიცხვა;
  • ბიზნესის ადმინისტრირება (BBA ხარისხი);
  • მარკეტინგი;
  • საერთაშორისო ბიზნესი;
  • საექთნო საქმე;
  • მათემატიკა;
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფილოსოფია;
  • პოლიტიკური მეცნიერებები;
  • ფსიქოლოგია;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ფიზიკა და სხვა.

კოლეჯი საერთაშორისო სტუდენტებს თავაზობს საუნივერსიტეტო ტრანსფერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ისინი 2 წელი სწავლობენ ლანგარაში და შემდეგ სწავლას აგრძელებენ კანადურ უნივერსიტეტში კიდევ 2 წლის განმავლობაში. სწავლის საფასური აღნიშნულ პროგრამაზე, კარიერულსა და საბაკალავრო პროგრამაზე არის $18 762 წელიწადში.

კოლეჯი სტუდენტებს სწავლის თანადაფინანსების რამდენიმე საშუალებას აძლევს. მათ შორის, კამპუსზე მუშაობის მეშვეობითაც. საერთაშორისო სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეამოწმონ, თუ რომელი დაფინანსები პროგრამა ვრცელდება მათზე.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ლანგარა კოლეჯის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: leafonlinefair.com