გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას, ტელეფონით ესაუბრა.
საუბრის ძირითადი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება იყო. გაფაროვას განცხადებით, 27 სეტქმბრიდან, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სამხედრო შეტევა მთლიანი ფრონტის ხაზზე, სადაც გამოყენებული იყო არტილერია და მსხვილკალიბრიანი იარაღი. მისივე განცხადებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და აგრესიის ტოლფასია.
გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ მოსალოდნელი იყო სამხედრო პროვოკაცია. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის საპასუხო დარტყმის შედეგად აზერბაიჯანი აკონტროლებს სოფლებს ფიზულისა და ჯაბრაელის რაიონებში, რაც, მისივე განმარტებით, წარმოადგენს აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიას.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს უკვე მეორე სამხედრო შეტაკებაა მოკლე პერიოდში.
"მთავარ ამოცანას წარმოადგენს სისხლისღვრის შეწყვეტა, რადგან უკვე დიდია მსხვერპლი სამხედრო და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, აუცილებელია, რომ მხარეებმა აქტიურად ითანამშრომლონ ეუთოს მინსკის ჯგუფთან, რომელიც წარმოადგენს ძირითად მექანიზმს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის და ომის გზით ტერიტორიული დავის გადაწყვეტა არ შეესაბამება ეუთოს პრინციპებს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეუთოს პლატფორმა აღმასრულებელ და საპარლამენტო ლიდერებს იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო პოზიციების დაახლოებასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ყარაბაღის კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარებისთვის", — განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთლის თქმით, ასევე არსებობს მუდმივი კონტაქტი სომხურ მხარესთან და მათგან მოწოდებულია ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით პროგრესის ნაცვლად ჯერ კიდევ ომი გვაქვს ამ რეგიონში, ახლა უნდა ვიფიქროთ საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერებაზე და ყველა საერთაშორისო აქტორი უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში.
რაც მთავარია, მოლაპარაკებები არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს მხრიდან დროის მოგებას, არამედ უნდა იყოს ორიოენტირებული კონკრეტულ შედეგებზე, საერთაშორსოდ აღიარებული სამართლის პრინციპებზე და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე", — აცხადებს წერეთელი.
გიგი წერეთელსა და გაფაროვას შორის სატელეფონო საუბარს აზერბაიჯანული მედია
ავრცელებს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები