ირაკლი კობახიძე საკუთარ საქმიანობას ერთი წინადადებით აფასებს — "წარმატებული ვიყავი, მადლობა". მან ამის შესახებ, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დღეს დაასრულა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა.

ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური კარიერია ქართულ ოცნებაში დაიწყო. მას 2015 წლის იანვრიდან აღმასრულებელი მდივნის პოზიცია ეკავა, ასევე იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტს თავდაპირველად, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა, ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე კი მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა. კობახიძის შემდეგ კი თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ დაიკავა.