ორმა საუკეთესო მეგობარმა — დენის მერსედესმა და მარია კასტელანოსმა სამოყვარულო წამოწყება ნამდვილ ტრენდად გადააქციეს: ისინი ერთი და იმავე სამოსს ირგებენ და ყველას აჩვენებენ, რომ განსხვავებული ფორმისა და ზომის სხეულებზე ნებისმიერი ტანსაცმელი შეიძლება თანაბრად მომხიბვლელი, მიმზიდველი და მოდური იყოს.

მეგობრებმა თავდაპირველად TikTok-ზე შექმნეს ერთგვარი გამოწვევა "ზომის მიხედვით ნუ განსაზღვრავ, უბრალოდ მოიხდინე", რითიც სილამაზის იმ მჩაგვრელ სტანდარტებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც მხოლოდ სხეულის გარკვეული წონისა და ფორმების მქონე ქალებს მიიჩნევს "ლამაზებად".

ფოტო: denisemmercedes / Instagram

მათი ვიდეოები მალევე ძალიან პოპულარული გახდა: TikTok-ზე ამჟამად 2,2 მილიონი გამომწერი და 42 მილიონზე მეტი მოწონება აქვს მათ ანგარიშს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა.

დენისსა და მარიას ათასობით ადამიანი სწერს ყოველდღიურად, რომ მათი ეს ერთგვარი საერთო მოძრაობა დაეხმარათ, თავიანთი სხეულების სილამაზე აღმოეჩინათ.

ფოტო: denisemmercedes / Instagram

ამ ყველაფრის შემდეგ დენის მერსედესმა ინსტაგრამიც დაიპყრო: მის პირად ანგარიშზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამავდროულად პოპულარობამ ხელი შეუწყო, რომ სხვადასხვა ცნობილი ბრენდებისა თუ სამოდელო სახლების მოდელი გამხდარიყო.

ფოტო: denisemmercedes / Instagram

"მან შთამაგონა და თავდაჯერება შემძინა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენ გარშემო სხვებსაც დავხმარებოდით იმავეს მიღწევაში", — ამბობს დენისი თავის მეგობარზე, მარიაზე, როცა ამ საერთო ონლაინ მოძრაობის წამოწყების მიზეზებზე საუბრობს.

ფოტო: denisemmercedes / Instagram

როგორც დენისი აღნიშნავს, მათი მთავარი გზავნილი ასეთია: "ისე ჩაიცვი, როგორც გსიამოვნებს და შეიყვარე შენი სხეული". მისი აზრით, ქალები მუდმივად იტანჯებიან სხვების სხეულებთან მუდმივად თავის შედარებით, რაც სრულებით არაა საჭირო — მთავარია, შენი სტილი იპოვო და ისე მოირგო, რომ თავად იგრძნო თავი კომფორტულად.

ფოტო: denisemmercedes / Instagram

როცა დენისისა და მარიას ფოტოებს დაათვალიერებთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ სხეულის ზომა სულაც არაა გადამწყვეტი, რომ თავდაჯერებულად იგრძნო თავი.

ახლა სწორედ მათ რამდენიმე გამორჩეულ ფოტოს გაგიზიარებთ, სადაც როგორც ჯინსებში, ისე საღამოსა კაბასა თუ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ეს საუკეთესო მეგობრები თქვენც გიბიძგებენ, რომ მეტად შეიყვაროთ თქვენი სხეულები.

ფოტო: denisemmercedes / Instagram

ფოტო: denisemmercedes / Instagram

ფოტო: denisemmercedes / Instagram

ფოტო: denisemmercedes / Instagram

ფოტო: denisemmercedes / Instagram

მეტი ფოტო და ვიდეომასალა შეგიძლიათ ნახოთ ინსტაგრამზე ან TikTok-ზე.