კოსმოსის იდუმალი ცხოვრებით მოხიბლულთათვის 2017 წელს ეკრანებზე ახალი ფილმი Alien: Covenant გამოდის, რომლის პირველი თრეილერიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 20th Century Fox-მა.

სიუჟეტის მიხედვით, ფილმის პერსონაჟები უცნობ პლანეტაზე აღმოჩნდებიან. გუნდს ჰგონია რომ გალაქტიკის საოცარ ნაწილში მოხვდნენ, რეალურად კი უცხო მიწაზე სახიფათო არსებები ბინადრობენ. კოლონისტებს ველურ ბუნებასა და მოულოდნელ სიტუაციებში სიცოცხლის გადასარჩენად უწევთ ბრძოლა. ისინი საზარელი სამყაროდან გაღწევას ცდილობენ.

ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია, რომლის გადაღებული The Martian (მარსელი) ოსკარის 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მას ეკუთვნის 1979 წლის Alien (უცხოპლანეტელი), რომელიც ყველა კოსმოსზე შეყვარებულს ექნება ნანახი. ფილმს საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარიც აქვს აღებული.

ფილმში მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს, რომელსაც კინოდან წასვლა აქვს დაანონსებული. მეორე მთავარ როლში კეტრინ ვატერსტონია. მისი თქმით, ფილმის გმირები მეცნიერები არიან და არა სამხედრო ექსპერტები და ამის გამო ისინი მზად არ არიან თავდასხმების მოსაგერიებლად.

ფილმი ეკრანებზე 2017 წლის 19 მაისს გამოდის.