ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდება. აღნიშნულ შეთანხმებას იერუსალიმში ხელს მოაწერენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბი აშკენაზსა და საქართველოს ელჩს ისრაელში, ლაშა ჟვანია.

პირველ ოქტომბერს კი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი რან გიდორი ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

"საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის", — ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.