1983 წელს კატსუ ნაიტო ნიუ-რიოკში იაპონიის პატარა ქალაქიდან, მაებაშიდან, ჩამოვიდა.

მცირეოდენი ინგლისურის ცოდნით მან იაპონურ რესტორანში მზარეულად დაიწყო მუშაობა და მწვანე ბარათი მოიპოვა, თავისუფალ დროს კი SoHo-ს წიგნების მაღაზიაში დაიენ არბუსის ფოტოწიგნებს შეისწავლიდა.

1988 წელს ის ჰარლემში დასახლდა — უბანში, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა 1970-იანი წლების ეკონომიკური განადგურებისგან თავის დახსნას.

მას უბანში ხელში კამერით სიარული ქცევად ექცა — ისეთი რამ, რამაც მეზობლებს მის მიმართ ეჭვები გაუჩინა.

თუმცა მას ფოტოები არ გადაუღია. ის უბრალოდ წრეზე დადიოდა, ისევ და ისევ, თანაც ისე, რომ ფოტო არცერთხელ არ გადაუღია. ნელ-ნელა მან უკვე ნაცნობი სახეების გარჩევა დაიწყო და მეზობლებიც დარწმუნდნენ, რომ ის პოლიციელი ან ტურისტი არ იყო.

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ორი წლის შემდეგ მან გამბედაობა მოიკრიბა და ხალხს ჰკითხა, შეეძლო თუ არა მათთვის ფოტო გადაეღო.

უარი არავის უთქვამს.

მასა და მის მეზობლებს შორის გაჩენილი ნდობის შედეგად ნაიტომ საკმაოდ ინტიმური და პირდაპირი პორტრეტები შექმნა. მან საკუთარი ბინის გარეთ ტროტუარზე სტუდიური ფონიც კი დააყენა და გამვლელებს მისი Pentax 67-ისთვის პოზირებას სთხოვდა.

მისი გადაღებული მდიდარი პეიზაჟები და პორტრეტები TBW Books-ის გამოქვეყნებულ ახალ წიგნში ერთხელ ჰარლემში (Once in Harlem) არის თავმოყრილი.

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS

ფოტო: KATSU NAITO & TBW BOOKS