ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შურაცხყოფისთვის, ერთ სტუდენტს სტატუსი შეუწყდა.

როგორც თსუ-ში On.ge-ის უთხრეს, გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო. უნივერსიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თსუ-ს ინფორმაციით, ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტში სხვა სტუდენტებიც აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც.

თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, 14 სექტემბერს დაიწყო.