ერქვანიას აბორტის აკრძალვა სურს — პარლამენტში ქალთა უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი შევიდა
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა და ხშირად საუბრობს ქვეყანაში ეკლესიის წამყვან როლზე, აბორტის აკრძალვას მოითხოვს. მან 22 სექტემბერს პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. მსგავსი შინაარსის მოთხოვნა მას პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ გაუჟღერებია.
ერქვანია სურს, რომ პროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენა 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
საქართველოში არსებული კანონმდებლობით, აბორტი დასაშვებია 12 კვირამდე. ამ ვადაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
ერქვანიას კანონპროექტით კი, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. ამასთან, აბორტი უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.
დეპუტატისგან განსხვავებით, რომელიც თავის კანონრპოექტს სიცოცხლის უფლებით ასაბუთებს, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო აბორტი ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.
მიიჩნევა, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ლეგალურ, უსაფრთხო და მრავალმხრივ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის შეწყვეტის, ისე მას შემდეგ, რადგან ამას სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაა.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ათიდან სამი ორსულობა აბორტით სრულდება. ამასთან, აბორტების 45 პროცენტი უსაფრთხო არაა და მათი დიდი ნაწილიც განვითარებად ქვეყნებზე მოდის.
"როდესაც ქალებს არასასურველი ორსულობისას არ აქვთ ხელმისაწვდომობა უსაფრთხო აბორტზე, ისინი ხშირად არასაიმედო ხერხებს მიმართავენ", — აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
აბორტი საშიშია, თუ მას ატარებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ტარდება ისეთ ადგილას, რომელიც მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ამ სამედიცინო პროცედურის აკრძალვა კი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სწორედ ასეთი ადგილების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
"საფრთხის შემცველი აბორტი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს და გარდაცვალებაც გამოიწვიოს. ამასთან ამას შეიძლება მოჰყვეს გრძელვადიანი გართულება, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობის კუთხით", — აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშ.
WHO-ს სტატისტიკის თანახმად, დედების სიკვდილიანობის 4,7 პროცენტიდან 13,2 პროცენტამდე შესაძლებელია საფრთხის შემცვლელ აბორტებს დაუკავშირდეს. ყოველწლიურად კი განვითარებად ქვეყნებში არასაიმედო აბორტით გამოწვეული გართულებების გამო შვიდი მილიონი ქალი საავადმყოფოში ხვდება.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები