საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 5.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.

2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.