კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

"მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს", — აცხადებს კოალიცია.

დღეს მარნეულში მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.