ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მაშინ დარწმუნდებოდა, რომ ქვები ნამდვილად დაუშინეს, როდესაც მისი "ხოტორა თავი" ორად, ან ოთხად გაიყოფოდა. ასე ნიკა მელია მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ გამოსაძიებელია ნიკა მელიას საერთოდ ესროლეს თუ არა ქვები.

"ნუთუ შემთხვევითი არის ის, რაც მოხდა გლდანულაში რამდენიმე დღის წინ; რაც მოხდა ერთი კვირის წინ საბურთალოს ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრს ნიღბებით დახვდნენ; როდესაც ქვები ესროლეს ლევან ხაბეიშვილის შტაბს და დაარბიეს. ვერცერთი ეს ფაქტი ვერ იქნა გამოძიებული", — აცხადებს მელია TV პირველის ეთერში.

27 სექტემბერს ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვები ესროლეს, რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ "კარგი გამოსაძიებელია" ნიკა მელიას საერთოდ ესროლეს თუ არა ქვები.