ფლორიდაში, მართალია, დისნეილენდი არის, მაგრამ ჰერმანსონების ოჯახისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა — მათ საკუთარი სახლი დისნეის ზღაპრულ სასახლედ აქციეს. დიახ, ასეა! ეს ოჯახი იმდენადაა შეყვარებული დისნეიზე, რომ ოთახები სხვადასხვა ანიმაციის შთაგონებით გააფორმეს.

კელსი ჰერმანსონმა Buzzfeed-ს უამბო, რომ დეკორაციებს, უმეტესად, მეორადი ნივთების მაღაზიებში პოულობს, ნაწილს — დისნეის მაღაზიაში ყიდულობს, თუმცა, როგორც წესი, მათ უმეტესობას თავად ქმნის.

რაც მთავარია, ამ პროცესში ოჯახის სხვა წევრებიც არიან ჩართული და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ.

საძინებელი კონკიას თემატიკაზეა მოწყობილი

ფოტო: Boredpanda

ფოტო: Boredpanda

მთელ სახლში კელსის საყვარელი ოთახი ეს საძინებელია, კონკიას თემატიკის დეკორაციებით. "ეს ყველაზე ახალი სივრცეა და თანაც — ყველაზე მაგიური. ოთახის მოსაწყობად ანტიკვარული ავეჯი ვიპოვე და გადავღებე ისე, რომ პირდაპირ კონკიას ანიმაციიდან გადმოტანილი გეგონებათ. გარდა ამისა, ოთახში ბუშტებიანი კედლებია, რაც ზღაპრულ გარემოს ქმნის", — ამბობს კელსი.

ფოტო: Boredpanda

ამ სააბაზანოში კელსის შვილები თავს პატარა ქალთევზებად გრძნობენ

ფოტო: boredpanda

ფოტო: Instagram

და, სავარაუდოდ, დაბანისას არასდროს ტირიან.

კიდევ ერთი სააბაზანო ალადინის ანიმაციითაა შთაგონებული

თანაც, არც ჯადოსნური ლამპარი დავიწყებიათ

ფოტო: Boredpanda

სასადილო ოთახში ისეთივე ზღაპრული სუფრის გაშლა შეიძლება, როგორიც მზეთუნახავი და ურჩხულშია

ფოტო: buzzfeed

ფოტო: Boredpanda

შემოსასვლელში კი იფიქრებთ, რომ რაპუნცელის სასახლეში შეაბიჯეთ

ფოტო: Buzzfeed

ამ ოთახში დგას კელსის ყველაზე საყვარელი დეკორაცია — იაფფასიანი სანათი, რომელიც კოსტკოში იყიდა და თვითონვე გადაღება.

ფოტო: Buzzfeed

მისაღებ ოთახში სასიამოვნო განწყობაზე ლილო და სტიჩი ზრუნავენ

რაც მთავარია, ამ სახლში დღესასწაულებზე ნამდვილ საოცრებებს ნახავთ

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ოთახი დისნეისთანაა დაკავშირებული, დღესასწაულებზე კელსი დეკორაციებს სხვა ანიმაციებიდანაც ამატებს. "ჩვენი მისაღები ოთახი ჰელოუინზე კოკოს თემატიკაზე გარდაიქმნება, სხვა ოთახებს ანიმაციის კოშმარი შობის წინ შთაგონებით ვრთავთ, შობას კი ეზო პატარა ქალთევზასა და გაყინულის დეკორაციებით ეწყობა", — ამბობს კელსი.

"ძალიან მიყვარს სხვების შთაგონება ჩემი დეკორაციებით და ის ფაქტი, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი სახლი საზოგადოებას წარვუდგინო, ძალიან პატივსაცემია. მსიამოვნებს, რომ ჩემს გამომწერებს ყოველდღიურად ცოტა ჯადოსნურობას ვუზიარებ", — ამბობს კელსი.

მისი სახლის დეტალურად დასათვალიერებლად კი შეგიძლიათ, ესტუმროთ Instagram-სა და TikTok-ს.

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.