მთაწმინდის ქუჩაზე იწვის შენობა, ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძრის გავრცელების საფრთხე არაა, მათივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ამ დრომდე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია 7 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.