ჰიუნდაი ავტო საქართველოში ავტომობილებზე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს. ამ ეტაპზე აქცია ორ ავტომობილზე — Hyundai Santa Fe-სა და H1-ის 2020 წლის მოდელებზე ვრცელდება და მათ შეძენას მომხმარებლები 10 000-ლარიანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამასთან ერთად, თითოეულზე გარბენის შეუზღუდავად 5 წლიან გარანტიასაც მიიღებენ.

Hyundai Santa Fe ერთ-ერთი საუკეთესო საიმედო საოჯახო SUV-ად მიიჩნევა. ავტომობილი სრულად ორიენტირებულია ოჯახის კომფორტულ მგზავრობაზე, შესაბამისად ტექნიკურად მოდერნიზებულია და უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემები აქვს.

მოსახერხებელი ფუქნციებით, უსაფრთხოებითა და კომფორტული მგზავრობით გამოირჩევა Hyundai H1-ც. ავტომობილი 8-ადგილიან მინივენს წარმოადგენს და დახვეწილ ექსტერიერთან ერთად, ინტერიერის დიდი სივრცისა და ტევადი საბარგულის დამსახურებით განკუთვნილია უფრო დიდი საოჯახო მოგზაურობებისთვისა და დასვენებისთვის. ამასთან ერთად, მისი გამოყენება კომერციული საქმიანობისთვისაც შესაძლებელია.

მომხმარებლებს სასურველი ავტომობილის გამოცდა ტესტდრაივით შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა მისწერონ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ფეისბუქ გვერდზე ან დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს ნომერზე: 032 251 77 99. შოურუმი მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მოემსახურებათ.

ჰიუნდაი ავტო საქართველო 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

ავტომობილებზე და ცენტრის სერვისებზე დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.hyundai.ge