ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტი 1959 წელს კლუჟ-ნაპოკას რუმინული უნივერსიტეტისა და უნგრული უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად დაარსდა. ახლადდაარსებულ უნივერსიტეტს 6 ფაკულტეტი გააჩნდა: მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, ბუნებრივი მეცნიერებებისა და გეოგრაფიის ფაკულტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.

დღეს უნივერსიტეტი მხოლოდ ბაკალავრიატის დონეზე 41 მიმართულებით გვთავაზობს აკადემიურ პროგრამებს. სულ 243 პროგრამიდან 148 არის რუმინულ ენაზე, 70 პროგრამა არის უნგრულ ენაზე, 10 - გერმანულენოვანია, 14 პროგრამა ინგლისურ ენაზე, ხოლო 1 პროგრამა გახლავთ ფრანგულ ენოვანი.

მაგისტრატურის დონეზე უნივერსიტეტს აქვს შეთავაზება 37 სხვადასხვა სფეროში. 228 აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამიდან 143 სასწავლო პროგრამა გახლავთ რუმინულენოვანი, 40 უნგრულენოვანი, 36 ინგლისურენოვანი, 5 პროგრამა გერმანულენოვანი, 3 პროგრამა ფრანგულენოვანი, ხოლო 1 პროგრამა იტალიურენოვანი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დოქტორის ხარის 29 სხვადასხვა სფეროში.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ 1959 წელს ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით შექმნილ ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ისტორია 1581 წელს იღებს სათავეს, რაც მას რუმინეთში უძველეს უმაღლესი განათლების დაწესებულებად აქცევს.

უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით და სპორტული და გასართობი ობიექტებით. UBB-ს ასევე აქვს კომფორტული საერთო საცხოვრებლები, კაფეები, რესტორნები, კულტურული ცენტრები, ენების ცენტრები და რამდენიმე მუზეუმი.

სწავლის საფასური მერყეობს 220 ევროსა და 500 ევროს შორის თვეში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა დაფინანსებით, რათა მათი აკადემიური გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი იყოს. UBB არის ერასმუს+-ის პრორგამის მონაწილე. ის თანამშრომლობს 600 უნივერსიტეტთან სხვადასხვა აკადემიური და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტი წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: leafonlinefair.com