ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველომ დემოკრატიის მიმართულებით ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მისი წევრობისთვის მოემზადოს.

სტოლტენბერგმა, ასევე, განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მხარს უჭერს.

"ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული", — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა.