სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის ვანი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა წინასაარჩევნო დარღვევების ნიშნებს შეიცავს. ჟორჟოლიანი არჩევნებში მონაწილეობას ძალა ერთობაშიას სახელით მიიღებს. ამავე დროს, ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას.

როგორც ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნული, ჟორჟოლიანის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. მათივე თქმით, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 6 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოქლში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. აქამდე აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე წარადგინა. სწორედ ის ჩაანაცვლა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ამავე თემაზე: