აშშ-ში 89 წლის პიცის მიმტანს კეთილმა TikTok-ერებმა $12 ათასი აჩუქეს
აშშ-ში გულისამაჩუყებელი ამბავი მოხდა — 89 წლის პიცის მიმტანს TikTok-ერებმა $12000 შეუგროვეს და აჩუქეს.
დერლინ ნიუეიმ აშშ-ში, იუტას შტატში, კვირაში 30-საათი იმუშავა პიცის მიმტანად და რამდენიმე ერთგული მომხმარებელიც გაიჩინა — მათგან ერთ-ერთ ოჯახს TikTok-ზე საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავდა. ვალდესების ოჯახს ძალიან მოეწონა ნიუეის უშუალობა და საფირმო ფრაზა — "სალამი, პიცას ხომ არ ეძებთ?" — თანაც იმდენად, რომ შეკვეთისას კურიერად კონკრეტულად დერლინს ითხოვდნენ.
ოჯახმა ნიუეისთან ინტერაქციები თავის პლატფორმაზე ატვირთა და მართალია, თვითონ მოხუცს არ ესმის, რა არის TikTok — ერთ-ერთ ჩანაწერში ის კითხვასაც კი სვამს: "ანუ მთელი შენი ხალხი მიცნობს ინტერნეტში? პიცის მოტანის გამო?" — ის მალევე გახდა ტიკტოკის ვარსკვლავი.
როდესაც ვალდესების ოჯახის გამომწერებმა იკითხეს, თუ რატომ უწევდა მისი ასაკის ადამიანს პიცების მიმტანად მუშაობა, პასუხი საკმაოდ დამამწუხრებელი აღმოჩნდა: დერლინის სოციალური უზრუნველყოფის თანხა საკმარისი არ იყო მისი ხარჯების დასაფარად.
ვალდესების ოჯახმა გამომწერებს ნიუეის დასახმარებლად შემოწირულობების გაღება სთხოვეს და კეთილმა ადამიანებმაც არ დააყოვნეს. მთლიანობაში ნიუეის $12 069 შეუგროვეს და სახლში მიუტანეს.
მოხუცი საჩუქარს აცრემლებული შეხვდა: "როგორ უნდა მოვახერხო ოდესმე ამისთვის მადლობის გადახდა? არც კი ვიცი, რა ვთქვა".
ეს ამბავი ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა გააშუქეს სოლთ-ლეიკ-სიტიში, საბოლოოდ კი მან ისეთ პლატფორმებამდე მიაღწია, როგორიც CNN-ია. ხალხმა ამ შემთხვევას იმის მტკიცებულება უწოდა, რომ აშშ-ში ადამიანურობა ჯერ კიდევ არსებობს — დიდებული ამბავი იმისა, თუ რაოდენ შესანიშნავი ადამიანია ზოგი ამერიკელი და როგორ არის ხალხი მზად, გაიღოს ცოტა, რათა მნიშვნელოვნად დაეხმაროს ვინმეს.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები