ამ სცენაზე ხედავთ გუნდს, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს — დავით ბაქრაძე
ევროპულმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიულ სიაში არ არის რიგითობა და გუნდის შიგნით არის შიდა კონკურენცია. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შევა ის, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ეს გუნდი გამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან და მოუტანს მას გარდამტეხ ცვლილებებს.
"დღეს ამ სცენაზე თქვენ ხედავთ გუნდს, მომავალ საპარლამენტო გუნდს; გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა გაჭირვებიდან; გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უიმედობიდან, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ; გუნდს, რომელმაც უნდა მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში. ცვლილებები, რომელიც შექმნის დასაქმებას, რომელიც ქვეყანას მოუტანს კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს; ცვლილებებს, რომელიც წაიყვანს ჩვენ ქვეყანას წინ და შექმნის უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისათვის.
დღეს თქვენ ამ სცენაზე ხედავთ კომპეტენტურ, მცოდნე, ქვეყნისათვის თავდადებულ გუნდს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და მოუტანს იმას, რისთვისაც ვიბრძვით თითოეული ჩვენგანი.
ჩვენ გუნდს, ამ ყველაფერთან ერთად აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს ყველა სხვა პარტიისაგან საქართველოში და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრებით, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები; ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენთან ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს პარტიული კონკურენცია და ამ ადამიანებისგან პარლამენტში გავლენ ისინი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები