გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ზაიბერტმა გაავრცელა.

"მთავრობა მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაცია ძალიან საშიში მოვლენაა. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ მოლაპარაკებები. ამ მიზნით სპეციალური პლატფორმაა, ეუთოს მინსკის ჯგუფი მუშაობს", — განაცხადა ზაიბერტმა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მხარეებს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდებს. მას და სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო ზარი ორშაბათს შედგა, ხოლო სამშაბათს ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილამ ალიევსაც ესაუბრა.

"კანცლერი [...] მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას", — წერს ზაიბერტი.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში.

გაიგეთ მეტი: