ნატოს გენერალურ მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ავიატრასების რადარების მონაცემების გაზიარებაზე. მისი თქმით, ამ მონაცემების გაცვლა მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებითაც. ასევე, აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო და საქართველომ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი წვრთნების პროცესში ითანამშრომლონ.

"ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის", — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და ნატოს მოკავშირე ქვეყნებისვთისაც, ამიტომ მისასალმებელია ყველაფერი, რაც ერთობლივად გაკეთდება.