რა ქმნის სახლში კომფორტს — იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, მაგრამ, სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

საოჯახო ტექნიკის უკრაინული ბრენდის, Ardesto-ს დაპირებაც სწორედ ესაა: შექმნას იდეალური კომფორტი მომხმარებლებისთვის, აწარმოოს პროდუქცია, რომელიც თამამად უპასუხებს გამოწვევებს და მომხმარებლის ერთგული დარჩება.

ახალგაზრდა უკრაინულმა ბრენდმა უკვე შეძლო და ევროპაში სახელი გაითქვა. Ardesto იყიდება აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, სამიზნე სეგმენტში კი პოზიციონირებს საშუალო ფენისთვის განკუთვნილ ხარისხიან და ბიუჯეტურ ბრენდად.

თუკი სამზარეულოს კარადების ტექნიკით შევსებას ამ პერიოდში აპირებთ, მაშინ ეს შეთავაზება ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ:

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსის ფასდაკლებების მორიგი პარასკევი უკრაინული ტექნიკის ბრენდ Ardesto-ს ეთმობა. სამზარეულოს წვრილი ტექნიკა, მაცივარი და სარეცხი მანქანა — ეს ის პროდუქტებია, რომელსაც ამ კვირის ბოლოს განსაკუთრებული ფასები შეეხება.

გრანდ ელექტრონიქსის ერთგულმა მომხმარებელმა უკვე იცის, რომ ყოველი კვირის პარასკევს ერთი კონკრეტული ბრენდის სრულ პროდუქციას ფასდაკლების დიდი კამპანია შეეხება. განსაკუთრებული ფასები ამჯერად Ardesto-ს აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე იმოქმედებს და ის 15%-დან დაიწყება. აქციით სარგებლობა გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდზეც იქნება შესაძლებელი.

ფასდაკლებების პარასკევები გრანდ ელექტრონიქსში 4 სექტემბრიდან დაიწყო. ნამდვილ "შავ პარასკევამდე" კი სულ 12 პარასკევი, ანუ 12 განსაკუთრებული ფასების დღე იქნება. თუმცა სიურპრიზები ამით არ ამოიწურება. ფასდაკლების პარასკევების კამპანიის მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ამ 12 კვირის მანძილზე ყველაზე მეტ პროდუქციას შეიძენს, ნოემბრის ბოლოს, "შავ პარასკევს" კომპანიისგან უამრავ საჩუქარს მიიღებს!