დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. დაახლოებით 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ სასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კი კლინიკებიდან.

ამჟამად ბათუმის სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის არის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 957, ამათგან 65 არასრულწლოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით, კონსულტაცია გაეწია 553 პირს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

5 637 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: