საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით 800 კვადრატზე გავრცელდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშოები.

"02:48 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ელიავას ბაზრობაზე იყო ხანძარი. 6 წუთში ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. ადგილზე მუშაობდა 16 ჯგუფი. დაშავებული არავინ არ არის, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. გავრცელების საფრთხე არ გვაქვს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", — განაცხადა ადგილზე მყოფმა კერესელიძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობზე ცეცხლი ხის მასალების სასაწყობე ფართზე და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა.