ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

როგორც On.ge-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, წერეთლის გამზირზე გათიშულია ელექტროენერგია.

On.ge განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.