დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მაშინ, როცა მოქალაქე გაიგებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია, არ უნდა გაიტესტოს მაშინვე, არამედ წავიდეთ იზოლაციაში, ვინაიდან არ იყოს დამატებითი გავრცელების წყარო.

"მე მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენ ირგვლივ ვიღაც დადასტურდა, ყველას კონტაქტს უნდა, რომ მაშინვე გაიქცეს, გადაამოწმოს და მოისვენოს, რომ არის უარყოფითი. თუ კი ვფიქრობთ და ვიცით, რომ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში ვიყავით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვალდებული ვართ 12 დღე - ვიყოთ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ დღეს ვართ უარყოფითი, არ გვიცავს, რომ ორი დღის შემდეგაც უარყოფითი ვიქნებით. შესაბამისად, ეს ვალდებულება გაგვაჩნია 12 დღის განმავლობაში ვიყოთ იზოლაციაში. არ უნდა დაიტესტონ, უნდა წავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში. ვინაიდან კონტაქტში მყოფი პირი თავისით არ უნდა მოძრაობდეს ქუჩაში, ის უნდა იყოს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში", — განაცხადა ნიჟარაძემ.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევეაა დადასტურებული. მათგან, 175 აჭარაში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით კი გადანაწილება ასეთია:

  • იმერეთი — 38;
  • თბილისი — 32;
  • გურია — 16;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 14;
  • სამცხე-ჯავახეთი — 11;
  • ქვემო ქართლი — 7;
  • კახეთი — 4.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: