ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

Hotelschool the Hague არის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (University of Applied Sciences), რომელიც კონცენტრირებულია სტუმარ-მასპინძლობის (hospitality) ინდუსტრიაზე. ის მდებარეობს ნიდერლანდებში. სწორედ აღნიშნული ინდუსტრიის წევრებმა დააფინანსეს და დაარსეს უნივერსიტეტი 1929 წელს ჰააგაში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტი გაიზარდა და გახდა უფრო საერთაშორისო. 2002 წელს გაიხსნა ამსტერდამის კამპუსიც, სადაც ხორციელდება იგივე პროგრამები, რაც ჰააგაში. 2010 წელს უნივერსიტეტმა დაარსა კვლევითი ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია ინტერდისციპლინარულ კვლევებზე.

Hotelschool The Hague სტუდენტებს სთავაზობს 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას (BA) სასტუმროს მართვაში. აღნიშნული პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია კვალიფიციური საერთაშორისო კანდიდატებისთვის, რომლებიც მის გავლას დაჩქარებულად 2.5 წელში შეძლებენ.

უნივერსიტეტს ასევე აქვს 13 თვიანი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამა საერთაშორისო სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტში.

სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს €13.680-ს.

სამაგისტრო პროგრამის ღირებულება შეადგენს €19.500-ს.

სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამით სწავლის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

უნივერსიტეტი არის პატარა, რაც თითოეულ სტუდენტს სასწავლო პროცესის უფრო მნიშვნელოვან წევრად აქცევს. ჰოტელსქულ ჰააგაში სწავლობს მხოლოდ 2000 სტუდენტი. ჯგუფები არის პატარა და სტუდენტები იღებენ მეტ ინდივიდუალურ ყურადღებას. მენტორები ეხმარებიან სტუდენტებს აკადემიურ და პირად საკითხებში, ხოლო სწავლისას, პროექტების კეთებისას ისინი მუშაობენ მცირე ჯგუფებში.

QS University Rankings-ის მიხედვით Hotelschool the Hague არის მე-6 ადგილზე სტუმარ მასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის ინდუსტრიაში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ Hotelschool the Hague-ის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: leafonlinefair.com