ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა ბელარუსი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. როგორც TUT.BY-სთან მწერლის თანაშემწე, ტატიანა ტიურინა ამბობს, მისი გამგზავრება სისხლის სამართლის საქმეს არ უკავშირდება.

ტიურინა ამბობს, რომ ალექსიევიჩი თავის პირად და ლიტერატურულ საქმეებზე გაემგზავრა.

"როდის დაბრუნდება? ყველაფერი იმაზეა დამოუკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", — განმარტავს მწერლის თანაშემწე.

საკოორდინაციო საბჭოს მმართველი ორგანოს წევრობის გამო ნობელის პრემიის ლაურეატი დაკითხვაზე იყო მისული. 20 აგვისტოს ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საბჭოს შექმნა და მოქმედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

საბჭოს მმართველი ორგანოს შვიდი წევრიდან ხუთი ან დაკავებულია ან ქვეყნიდან იძულებით წასული. თავისუფლებაზე მხოლოდ სვეტლანა ალექსიევიჩი და სერგეი დილევსსი არიან.

ამავე თემაზე: