რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადასტურებს, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. თუმცა როდის გაიმართა შეხვედრა ოპოზიციონერი არ აზუსტებს.

დღეს, 28 სექტემბერს გამოცემა Spiegel წერდა, რომ ნავალნისა და მერკელს შორის კლინიკა შარიტეში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა.

"შეხვედრა იყო, მაგრამ, მოდი, არ ვუწოდოთ "საიდუმლო". უფრო, კერძო შეხვედრა და ოჯახთან საუბარი. მადლიერი ვარ მერკელის იმისთვის, რომ მან საავადმყოფოში მომინახულა", — წერს ნავალნი ტვიტერზე.

ნავალნი გერმანიაში 22 აგვისტოს შემდეგ იმყოფება და მკურნალობას გადის. ის ერთი თვის თავზე სტაციონარიდან გამოწერეს. 7 სექტემბრამდე იგი სამედიცინო კომაში იყო.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლე. იმავე დასკვნამდე მივიდნენ შვეიცარიისა და საფრანგეთის დამოუკიდებელი ლაბორატორიები.

თუმცა რუსეთის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსმა ექიმებმა ოპოზიციონერის სხეულში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინეს და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საფუძველი არ არის.