დევნილებს სჭირდებათ პოლიტიკური, ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა — ბაქრაძე
28 სექტემბერს, ევროპული საქართველოს ოფისში შედგა პარტიის საარჩევნო პროგრამის ანტისაოკუპაციო და დევნილების მიმართ მიძღვნილი ნაწილის პრეზენტაცია. პროგრამა შემუშვებულია პლატფორმა აფხაზთა კრების მონაწილეობით, რომლის დამფუძნებელი მალხაზ პატარაია წარმოდგენილია ევროპული საქართველოს პარტიულ სიაში. შეხვედრას დაესწრნენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები.
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ მათ შემუერთდა აფხაზთა კრება.
"ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ჩვენ შემოგვიერთდა აფხაზთა კრება. ამასთან ერთად, ცალკე პროგრამა გვაქვს მომზადებული დევნილებისათვის, რადგან დევნილები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის, ყველა იმ პრობლემის მიხედვით, რომელიც დღეს ამ ადამიანებს აწუხებთ და გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით უნდა მოვუტანოთ ქვეყანას, უნდა იყოს ასევე გარდხამტეხი ცვლილებები დევნილებისათვის. მათ შორის, იმ დამატებითი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დევნილებს გააჩნიათ — დაწყებული ქონების დაკანონებით და ბინების გადაცემით და დასრულებული დევნილთა შემწეობით და ვეტერანის პენსიის გაორმაგებით.
ევროპული საქართველოს უპირველეს ამოცანასა და მიზანს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების სრული, უპირობო დეოკუპაცია.
მანამდე, ევროპული საქართველო ხელისუფლებში მოსვლიდან 100 დღის ვადაში:
- მივიღებთ კანონს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ და აღნიშნული კანონით დევნილებს წარმომადგენლობით ორგანოში დავუბრუნებთ აქტიურ საარჩევნო უფლებას;
- გავატარებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას და გავზრდით ლეგიტიმური ხელისუფლების ბიუჯეტს აუცილებელ პროგრამებისთვის;
- გავაორმაგებთ დევნილთა დახმარებას;
- საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;
- დავიცავთ დევნილთა უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე;
- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება განისაზღვრება ამ პარლამენტის მუშაობის ოთხწლიანი პერიოდით, რისთვისაც სახელმწიფო საჭირეობის შემთხვევაში გამოიყენებს უცხოურ დახმარებას და/ან კრედიტს;
- დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
- დევნილის სტატუსი პროაქტიულად (შემდგომი გადახედვის გარეშე) მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს, მიუხედავად დაბადების ადგილისა.
- ევროპული საქართველოს ინიციატივით, შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები. სია უნდა გაფართოვდეს განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართულებით და გახდეს ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტი. ჩვენ ვმუშაობთ ამ სიის 1000-მდე კანდიდატზე;
- ჩვენ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც იქნება დევნილთა უფლებებების დაცვის გარანტია და რუსეთზე სანქციების დაკისრების ბერკეტი. გარდამტეხი ცვლილებების დროა. ევროპული საქართველო იქნება თქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები