50-მა დიპლომატმა პოლონეთს LGBTQ თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა
გასულ კვირას გამოქვეყნებულ ღია წერილში პოლონეთში მივლენილმა 50 სახელმწიფოს ელჩმა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პოლონეთს ქვეყანაში მყოფი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების დაცვისაკენ მოუწოდა.
განცხადება ქვეყანაში ქვიარ ადამიანების მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გავრცელდა. LGBTQ თემის წევრები მუდმივად იღებენ მუქარას მემარჯვენე მთავრობისგან, ადგილობრივი მოსახლეობისა და კათოლიკური ეკლესიისგან.
ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და კანონმდებლები ღიად ესხმიან თავს LGBTQ თემს და მას ტრადიციული ოჯახისთვის ზიანის მიყენებაში ბრალს სდებენ.
"ადამიანის უფლებები საყოველთაოა და ყველამ, მათ შორის LGBTQ ადამიანებმაც, შეუზღუდავად უნდა ისარგებლონ საკუთარი უფლებებით", — ნათქვამია დიპლომატების ღია წერილში.
"პატივი ეცით იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, საკუთარი მოქალაქეები ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაიცვას და ადამიანები თანასწორი შესაძლებლობებით უზრუნველყოს".
წერილში ხაზგასმულია პოლონურ საზოგადოებაში LGBTQ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზეც.
ხელმომწერთა შორის კი არიან წამყვანი დიპლომატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან. ასევე იაპონელი და ავსტრალიელი ელჩებიც.
ღია წერილი ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ჯორჯეტ მოსბეკერმა, აშშ-ის ელჩმა პოლონეთში და დასძინა, რომ ადამიანების უფლებები იდეოლოგია არ არის.
წერილს ხელს აწერენ გაეროს და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებიც.
პოლონეთის პასუხი
წერილს გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი, რომელმაც განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა სრულიად ეთანხმება წერილის შინაარსს და "ქვეყნის კანონმდებლობით ყველა ადამიანის თანასწორობა უზრუნველყოფილია".
"შეხსენებად" იგი დასძენს, რომ "პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალსა და კაცს შორის კავშირია".
იაბლონსკის თქმით, ეგრეთ წოდებული LGBTQ-სგან თავისუფალი ზონები — ქვეყნის ის ქალაქები, რომლებმაც საკუთარი თემი ქვიარ ადამიანებისგან თავისუფალ ზონებად გამოაცხადეს — "ცრუ ინფორმაციაა" და რეალურად, არ არსებობს.
გასულ თვეში პოლონეთის LGBTQ თემის მხარდასაჭერი ღია წერილი გამოაქვეყნეს ცნობილმა ადამიანებმაც, რომელთა შორის მარგარეტ ეტვუდი და ჯეიმს ნორტონიც არიან. წერილი პოლონეთის მთავრობისგან ქვიარ ადამიანების დევნის შეწყვეტას, ევროკავშირისგან კი დაუყოვნებლივი ზომების მიღებას მოითხოვდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები