Myauto-მ ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა
Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. ახლახანს Mayuto-ს გუნდმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც პლატფორმით სარგებლობას გაგიმარტივებს და ამიერიდან ავტოსამყარო შენს ხელში იქნება.
რა იყო Myauto-ს app-ის შექმნის იდეა და როგორ განვითარდება პლატფორმა ამაზე ვრცლად Myauto-ს პროექტის ხელმძღვანელი, ილია მჭედლიშვილი მოგვიყვება.
"ჩვენი სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Myauto-მ გააერთიანოს ყველა სერვისი და გახდეს ყოვლისმომცველი პლატფორმა საავტომობილო სფეროში. ეტაპობრივად, Myauto ერთ სივრცეში მოაქცევს ამ ინდუსტრიის ყველა საკვანძო თუ წვრილმან დეტალს" — ამბობს Myauto-ს პროექტის ხელმძღვანელი, ილია მჭედლიშვილი.
იგი გვესაუბრება Myauto-ს app-ის შექმნის იდეასა და განვითარებაზე.
— როდის დაიწყო Myauto-ს app-ზე ფიქრი და რა წინაპირობები ჰქონდა მას?
— მომხმარებელს მარტივად ვაპოვნინოთ მისთვის სასურველი ავტომობილი, მოტოციკლი ან სპეცტექნიკა, ჩვენი ბრენდის მთავარი დაპირებაა. სწორედ ამაზე დაყრდნობით დავიწყეთ ფიქრი აპლიკაციაზე. გვინდოდა ჩვენი მომხმარებლებისთის მიგვეცა შესაძლებლობა მაქსიმალურად მარტივად დაემატებინათ განცხადება, აღარ შეევსოთ უამრავი ველი და ხელის ერთი მოძრაობით, ვინ კოდის მითითებით ან ტექ. პასპორტის დასკანერებით დაემატებინათ გასაყიდი ან გასაქირავებელი ტექნიკა.
მეორეს მხრივ აპლიკაციამ მოგვცა საშუალება შეგვესწავლა მომხმარებლების ქცევა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე გაგვეხადა მთავარი გვერდი მათზე მორგებული.
— ვისთვის არის ხელმისწავდომი აპლიკაცია?
— აპლიაკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS მოწყობილობებზე ნებისმიერი მონაცემების მქონე სმარტფონისთვის. App Store: myauto-ios, Play store: Myauto-android ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, მოხმარების სიმარტივე და დროის დაზოგვაა, რათა სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთი თითის მანძილზე ჰქონდეს მომხმარებელს. იმის მიუხედავად, რა მიზნობრიობით იყენებს მას, ეს იქნება ავტომობილის ყიდვით დაინტერესებული პირი, საკუთარი ავტომობილის გაყიდვით, ავტოდილერი თუ სხვა სერვისის მაძიებელი.
— რომელი ფუნქციონალია ხელმისწავდომი აპლიკაციაში?
— აქამდე ჩვენ დესკტოპ ვერსიაზე უკვე შევთავაზეთ მომხმარებელს Myauto-დან გაუსვლელად მიეღო სხვადასხვა სახის მომსახურება, როგორიც არის VIN კოდით შემოწმება, ფასის განსაზღვრის კალკულატორი და ავტობლოგი, სადაც საავტომობილო ინდუსტრიით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს სიახლეებს, განხილვებს და მიიღოს ინფორმაცია ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მობილურ აპლიკაციაში სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რაც დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი და დაემატა ახალი ჭკვიანი მოდულები. განახლდა და დაიხევეწა მთავარი გვერდი და ძებნის მოდული, რომელიც მარტივად აპოვნინებს თითოულ მომხმარებელს მისთვის საინტერესო ავტომობილს.
განახლებული ძებნის მოდულით სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილის ერთდოულად მოძებნაა შესაძლებელი. ხოლო, ბოლო ძიებების ველში მომხმარებელს გამოუჩნდება ის პარამეტრები, რომლის გამოყენებითაც ათვალიერებდა განცხადებებს. აქვე დახვდება ბოლოს ნანახი განცხადებებიც და მისი ძებნის ისტორიის მიხედვით რეკომენდირებული განცხადებები.
ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც პლატფორმით სარგებლობას გაამარტივებს, შეეხო განცხადების დამატების მოდულს, სადაც ამიერიდან აღარ იქნება საჭირო უამრავი ველის ხელით შევსება და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარტივად - VIN კოდის მითითებით ან ტექ-პასპორტის დასკანერებით ინფორმაციის 90% შეივსება ავტომატურად, გამოშვების წლის, ძრავის მოცულობის თუ სხვა წვრილმანი დეტალის ხელით მითითების გარეშე.
— რა უპირატესობები აქვს Myauto-ს app-ს დესკტოპ ვერსიასთან შედარებით?
— ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას უპასუხებდა. ხანგრძლივი კვლევის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით შევქმენით აპლიკაცია, რომელიც თითოეული მომხმარებლის სმარტფონში მოაქცევს მთელ ავტოსამყაროს და მარტივად ნახავს ყველა სერვისს, რაც შეიძლება დასჭირდეს მას. Myauto mobile app-მა გააერთიანა და კომპაქტურად, სმარტფონის ეკრანზე განალაგა ყველა არხი, რომელიც ავტომფლობელს თუ ავტოტექნიკის მაძიებელს შეიძლება დასჭირდეს. მომხმარებლის გამოცდილებაზე და საჭიროებზე მორგებული ღილაკებით და ფუნქციონალის განლაგებით, ის მაქსიმალურად მოსახერხებელია, მოხმარებისთვის მარტივი და იძლევა დროის დაზოგვის შესაძლებლობას.
— რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, რას უნდა ველოდოთ Myauto-სგან?
— ეტაპობრივად, Myauto ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა საკვანძო თუ წვრილმან დეტალს, რაც უკავშირდება ავტომობილებს თუ საავტომობილო ინდუსტრიას. სრულად დააკმაყოფილებს სხვადასხვა საჭიროებების მქონე და შესაბამისად, განსხვავებული სერვისების მაძიებელი მომხმარებლის ინტერესებს. ამრიგად, გააერთიანებს ყველა სერვისს და გახდება ყოვლისმომცველი პლატფორმა საავტომობილო სფეროში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები