დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საკონდიტრო დონა 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს.

"ეს განსაცდელიც გადავლახეთ — თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით", — ნათქვამია განცხადებაში.

საკონდიტრო დონამ მას შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, რაც სექტემბერში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები აჭარაში გაიზარდა, ხოლო მათი დიდი ნაწილი დონას თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გამოვლინდა.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევეაა დადასტურებული. მათგან, 175 აჭარაში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით კი გადანაწილება ასეთია:

  • იმერეთი — 38;
  • თბილისი — 32;
  • გურია — 16;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 14;
  • სამცხე-ჯავახეთი — 11;
  • ქვემო ქართლი — 7;
  • კახეთი — 4.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: