დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ოზურგეთის ყველა სკოლა, კორონავირუსის გამო, სწავლას დისტანციურად განაგრძობს.

როგორც On.ge-ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ინფიცირებულთა ზრდის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლას დისტანციუად განაგრძობენ. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: