აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებს მისი უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდა მოჰყვეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასში მესამე მხარე არ ჩაერიოს.

მისივე თქმით, ამ დროს, ასევე, აუცილებელია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა და მოუწოდოს რუსეთს მხარეებისთვის იარაღის "ცინიკურად" მიწოდება შეწყვიტოს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყებით და მხარეებს დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ" — განაცხადა ბაიდენმა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში.

გაიგეთ მეტი: